მორიგი ნაბიჯი რეგიონების განვითარებისთვის - www.mrdi.gov.ge

ქ. ყვარელში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ქუჩების გარე განათების, მიწისქვეშა კომუნიკაციების, გამწვანება-კეთილმოწყობისა და ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დაასრულა.

სამივე პროექტის მიმდინარე სამუშაოების დროს ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.

ყვარელში ქუჩების გარე განათების პროექტის საერთო ღირებულება 1781097.81 ლარია. პროექტის ფარგლებში ჭავჭავაძის და კუდიგორის ქუჩაზე დამონტაჟდა ახალი 171 ერთეული H-10მ ანძა 250 ვტ-იანი სანათებით. ყვარელის შემოსასვლელიდან გამგეობამდე დამონტაჟდა 138 ერთეული H-5მ საღამოს გარე განათების სანათები. ყვარელის ქუჩების გარე განათების რეაბილიტაცია ქართულმა კომპანიებმა შპს „ერისიმედმა" და შპს „ჯავამ" განახორციელეს. სამუშაოებზე 25 ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან 32% ადგილობრივი მოსახლეობა.

რაც შეეხება ყვარელში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის პროექტს, მისი საერთო ღირებულება 1,024,007.25 ლარია. პროექტის ფარგლებში ჭავჭავაძის ქუჩაზე მოეწყო ახალი საკანალიზაციო მილები და მრგვალი ანაკრები კანალიზაციის ჭები, ასევე ჭავჭავაძისა და კუდიგორის ქუჩაზე მოეწყო ახალი წყალსადენის ლითონის მაგისტრალი 2142 გრძ/მ, გამგეობიდან რეზერვუარამდე მოეწყო პოლიეთილენის მილი 160-1700 გრძ/მ, ჭავჭავაძის და კუდიგორის ქუჩაზე მოხდა ყველა მობინადრის წყლმომარაგება მრიცხველებამდე. ყვარელის მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია შპს „ინ-სმა" განახორციელა. სამუშაოებზე 18 ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან 55% ადგილობრივი მოსახლეობა იყო.

ყვარელის რეაბილიტაციის ფარგლებში, გარე განათებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების გარდა ყვარელში ქუჩების გამწვანება კეთილმოწყობაც განხორციელდა. პროექტის ღირებულება 690,763.71 ლარია, სამუშაოების ფარგლებში გამგეობის წინ 1150მ2 ფართობის სკვერზე დაირგო ხე-ბუჩქები, დამონტაჯდა 3 ერთეული დეკორატიული და 12 ერთეული ბაღის სანათი, ასევე მოეწო 23 ერთეული სკამი და 11 ერთეული ნაგვის ურნა. მოეწყო სკვერის სარწყავი სისტემა. ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე 97მ2 ფართობის სკვერზე დამონტაჟდა 1 ერთეული დეკორატიული და 1 ერთეული ბაღის სანათი, ასევე მოეწო 6 ერთეული სკამი და 2 ერთეული ნაგვის ურნა. მოეწყო სკვერის სარწყავი სისტემა. ქ. ყვარელის გამწვანება-კეთილმოწყობის რეაბილიტაცია შპს „ინ-სმა" განახორციელა. სამუშაოებზე 15 ადამიანი იყო დასაქმებული , აქედან 66% ადგილობრივი მოსახლეობა იყო.