პრემიერ–მინისტრის ვიზიტი თურქეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი2011 წლის 8-10 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური თურქეთში იმყოფებოდა.

9 მაისს სტამბულში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ნაკლებად განვითარებული ქვეყნების მეოთხე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. „ერთ ერთი საკითხი იყო საქართველოს რეფორმები. კონფერენცია შეეხება განვითარებად ქვეყნებს. როგორ შეიძლება გახდეს საქართველოს რეფორმები მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, როგორ შეიძლება ეს რეფორმები გავრცელდეს სხვა ქვეყნებშიც და საქართველო გამოვიდეს რეფორმების ექსპორტიორად," - აღნიშნა ნიკა გილაურმა კონფერენციის მსვლელობისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ბან კი მუნის პირისპირ შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ბან კი მუნინიკა გილაურმა განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე ჟენევის მოლაპარაკებები არის ის ფორმატი, რომელშიც გვაქვს რუსეთთან ურთიერთობა, რომელშიც გაეროსგან ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს. ჟენევის მოლაპარაკებების გაფართოება და ჟენევის ფორმატით ნაბიჯების გადადგმა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ამ მიმართულებით გაეროს მხარდაჭერაც არის."

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნიკა გილაურის და თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეხვედრა. პრემიერ-მინისტრებმა საქართველოში ინვესტიციების და ენერგო სექტორში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ნაკლებად განვითარებადი ქვეყნების მეოთხე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა"თურქეთი ჩვენი ერთერთი სტრატეგიული პარტნიორია, მთავარი სავაჭრო პარტნიორი. ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც გვაღელვებს და ერთად უნდა განვიხილოთ.

საუბარი გვქონდა ენერგეტიკულ პროექტებზე, ინვესტიციებზე, თურქული კომპანიის მიერ საქართველოს ენერგო სისტემაში, 500-იანი ხაზის მშენებლობაზე. იმ კონტრაქტზე, რომელიც საქართველოსა და თურქეთს შორის უნდა დაიდოს 500-იანი ხაზის კომერციულ მართვაზე. მივაღწიეთ შეთანხმებას სარფის საბაჟოს ერთობლივ მართვაზე. პრემიერ-მინისტრი ერდოღანი  საქართველოში 31 მაისს ჩამოდის და მაშინ მოხდება სარფის საბაჟოს გახსნა," - აღნიშნა ნიკა გილაურმა შეხვედრის შემდეგ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური