საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებს შეხვდა და 2010 წლის შედეგები შეაჯამა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებს შეხვდა და 2010 წლის შედეგები შეაჯამა2010 წლის 30 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებს შეხვდა და 2010 წლის შედეგები შეაჯამა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით ყველას.

პირველ რიგში თქვენ და მთელს საქართველოს მივულოცავ დამდეგ 2011 წელს. წარმატება და ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ, მთელს საქართველოს ვუსურვო ერთობა და წინსვლა.

მინდა შევაჯამო 2010 წელი, შევეხები პოლიტიკურ მოვლენებს, ჩემი დღევანდელი შეხვედრა მიეძღვნება ძირითადად ეკონომიკას, შემდეგ შევეცდები ყველა თქვენს კითხვას ვუპასუხო.

ორიოდე სიტყვით პოლიტიკის შესახებ, აღვნიშნოთ 2010 წლის მნიშვნელოვანი მომენტები. პირველ რიგში, ეს იყო ადგილობრივი არჩევნები, რომლებიც ჩატარდა განსაკუთრებულად კარგად. ყველა საერთაშორისო ექსპერტმა აღიარა, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი. პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო, რაც ძალიან მნიშვნლოვანი იყო და ყველა ექსპერტმა აღიარა, როგორც ბევრად უფრო პროგრესული და ევროპულ კონსტიტუციასთან დაახლოვებული. მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, რომ საქართველო საერთაშორისო პოლიტიკურ ასპაერეზზე გარკვეულ იზოლაციაში მოექცია, ეს არ გამოუვიდათ. პირიქით, 2010 წელს საქართველო იყო ერთერთი მთავარი თემა საერთაშორისო პოლიტიკაში. მოხდა ძალიან ბევრი რამ, მოხდა პრეზიდენტების სააკაშვილის და ობამას შეხვედრა, ჩატარდა ქართიის შეხვედრა, რომლის თანათავმჯდომარე ვიყავით მე და ჰილარი კლინტონი. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ამ პერიოდის განმავლობაში და პირიქით, საქართველო აღმოჩნდა საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრში. ნატოს სამიტზე, რომელიც ლისაბონში ჩატარდა, ხაზგასმული იყო ნატოს მხარდაჭერა საქართველოსადმი.

ამ ყველაფერმა პოზიტიური როლი ითამაშა ეკონომიკაზეც, იმიტომ რომ პოზიტიური სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა ავტომატურად აისახება სტაბილურ ეკონომიკაზეც. რას ვგულისხმობ ამაში? - წლის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ქართველი ექსპერტები, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და მე ვბჭობდით 2010 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რამდენი იქნებოდა. კამათი მიმდინარეობდა 1,5%-სა და 2,5%-ს შორის. შევჯერდით, რომ იქნებოდა 2%-იანი ზრდა და საწყის ვარიანტში ბიუჯეტში ჩადებული იყო 2%-იანი ზრდა.

წელი გავიდა და ვხედავთ, რომ წელი სრულდება 6%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდით. 3 კვარტლის მაჩვენებელი არის 6,5%-ი, ნოემბერში და დეკემბერში ძალიან კარგი ციფრები დაფიქსირდა. სავარაუდოდ, 6%-ზე მაღალი ნამდვილად იქნება, 6,5%-დეც
შეიძლება ავიდეს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2010 წელს. ძალიან პოზიტიური ციფრია. შემიძლია გითხრათ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად გადავხედე სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს, როგორც პოსტ-საბჭოთა კავშირში, ასევე ევროპაში და ჩვენნაირი მაღალი ზრდა აქვს მხოლოდ თურქეთს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ეს ძალიან გასახარია.

რა იყო ამ ზრდის და ეკონომიკური აქტივობის მამოძრავებელი ძალა? ეს იყო რომელიმე კონკრეტული დარგი? - ზოგიერთ ქვეყანაში მამოძრავებელი ძალა არის ნავთობი. ნავთობის ფასი ადის მაღლა - ამ ქვეყნის ეკონომიკაც მიდის მაღლა, ნავთობის ფასი ჩამოდის ქვევით, ამ ქვეყნის ეკონომიკაც ჩამოდის ქვევით. რა იყო ქართული ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა? რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველი, ალბათ ყველაზე აღსანიშნავი არის ექსპორტი. ექსპორტი გაიზარდა 35%-ით გასულ წელთან მიმართებაში და ეს არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი. ექსპორტი გაიზარდა არა მარტო რომელიმე კონკრეტული დარგის ან კონკრეტული პროდუქტის მიმართებაში, არამედ საერთოდ ჯამური ექსპორტია გაზრდილი. გაზრდილია იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ექსპორტს ვაწარმოებთ. შესაბამისად, შემცირეულია მიმდინრე ანგარიშის დეფიციტი 12.1%-დან 11%-მდე.

ანუ ფულის შემოდინება და ფულის გადინება ქვეყნიდან უფრო მაღალი იყო, უარყოფითი სხვაობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე წელს გვქონდა. წელს გვაქვს ერთერთი ყველაზე დაბალი, რაც ძალიან მნისვნელოვანია. ანუ, ფული უფრო მეტი შემოედინება ქვეყანაში, უფრო მეტი ექსპორტია, უფრო მეტი ტურისტი გვყავს, უფრო მეტი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება. ეს არის ჯამურად ის ციფრი, რომელიც წარმოგიდგინეთ.

ექსპორტში კიდევ რას ვგულისხმობ? - სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მოსახლეობის 50%-ი ცხოვრობს სოფლად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი იმისათვის, რომ გაიზარდოს დასაქმება და გაიზარდოს ამ ოჯახების შემოსავალი. სოფლის მეურნეობის (პროდუქტების) ექსპორტი გაზრდილია 25%-ით, ღვინის ექსპორტი გაზრდილია თითმის 50%-ით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია.

რაც შეეხება ექსპორტს, აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ენერგეტიკაც. ენერგეტიკა იყო ერთერთი მამოძრავებელი სფერო, რომელმაც წინ წასწია საქართველოს ეკონომიკა. 5 ახალი ჰესის მშენებლობა დაიწყო 2010 წელს საქართველოში. არ მეგულება არცერთი სხვა ქვეყანა, სადაც წელს 5 ახალი ჰესის მშენებლობა არის დაწყებული. აგრეთვე, წელს დავიწყეთ საქართველო-თურქეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა. ეს არის იმის საფუძველი, რომ მომავალ წელს საკმაოდ მაღალი პირდაპირი ინვესტიცია გვექნება ენერგეტიკაში და ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდება ამ მშენებლობებზე. ასევე ენერგეტიკაში მივაღწიეთ რეკორდულ მაჩვენებელს ელექტროენერგიის ექსპორტზე - 1 მლრდ 300 მილიონ კილოვატ/საათი გვაქ გატანილი, რაც რეკორდულად მაღალია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ექსპორტს ვაწარმოებთ ჩვენს ყველა მეზობელ ქვეყანაში. რუსეთშიც, აზერბაიჯანშიც, სომხეთშიც და თურქეთშიც ელექტროენერგია გაგვაქვს, ვართ ექსპორტიორები.
გვაქვს გაცვლითი ხელშეკრულებები, ანუ ზაფხულში ვაძლევთ და ზამთარში ვიღებთ. ჯამურად ყველასთან გამოვდივართ ექსპორტიორად.საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებს შეხვდა და 2010 წლის შედეგები შეაჯამა

ანუ უფრო მეტს ვაძლევთ, ვიდრე ვიღებთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ელექტროენერგიის ბალანსის 80%-ზე მეტი არის ჰიდრო, რაც გაზზე ნაკლებად დამოკიდებულებს გვხდის. გაზპრომიდან ვყიდულობთ ნოლ გაზს. გაზპრომს ვუტარებთ გაზს საქართველოს გავლით სომხეთისკენ და ამაში ვიღებთ სატრანზიტო გადასახადს გაზის სახით. დღეს გაზპრომს ჩვენი ვალი აქვს რამოდენიმე მილიონი კუბური მეტრი.

ენერგეტიკულად ერთერთი ყველაზე მდგრადი ქვეყანა ვართ ამ რეგიონში და ძალიან კარგია, რომ დივერსიფიცირებულია ეს ყველაფერი, გვაქვს სამი სხვადასხვა მილი, საიდანაც გაზს ვიღებთ. საქართველოზე გადის მსოფლიო ნავთობის მოხმარების დაახლოებით 1%-ი ტრანზიტად - აზერბაიჯანიდან შავ ზღვაზე და აზერბაიჯანიდან თურქეთზე (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მილებით).

ექსპორტშიც და ეკონომიკურ ზრდაშიც, ენერგეტიკამ საკმაოდ დიდი როლი შეასრულა და მომავალ წელს ამ როლს კიდევ უფრო შეასრულებს, რადგანაც 40-მდე სხვადასხვა მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ჰესების მშენებლობაზე, 40 ახალი ჰესის ნშენებლობაზე, საიდანაც 5 დანამდვილებით დაიწყება მომავალ წელს. ანუ, 5 დაწყებულია წელს, დამატებით 5-ის მშენებლობა დაიწყება მომავალ წელს. წელს დაწყებული ჰესებიდან ყველაზე დიდი არის 78 მგვტ-იანი, ყველაზე მცირე 6 მგვტ-იანი, მომავალ წელს თითქმის ყველა ჰესის სიმძლავრე 100 მგვტ-ზე მაღალი იქნება. აქ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები იქნება მოზიდული და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება.

ტურიზმი ასევე იყო ქვეყნის ეკონომიკის ერთერთი მთავარი მამოძრავებელი. არ ველოდებოდით ასეთ ზრდას. ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია 38-39%-ით გასულ წელთან შედარებით. საქართველოში მთავარი ვიზიტორები არიან აზერბაიჯანის, სომხეთის და თურქეთის წარმომადგენლები. თანაბარია მათი მაჩვენებელი - 26%-ი ჯამური ვიზიტორების არის აზერბაიჯანიდან, 26%-ი - თურქები და 21%-ი სომხეთის წარმომადგენლები. ტურიზმმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში, იმიტომ რომ ეს არის გარედან შემოტანილი თანხა, რომელიც ქვეყანაში რჩება - რჩება წვრილ მეწარმეს, რესტორნის, ბარის, კაფეს მფლობელს.

ხაზგასასმელია, რომ 2009-2010 წელს ბათუმში 4 დიდი სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, გრძელდება და ზოგი დასრულდა. არ მეგულება არცერთი ასეთი არც თუ ისე დიდი ქალაქი, სადაც „შერატონი", „რადისონი", „კემპინსკი" და „ჰილტონი" ერთდროულად იწყებს ან ასრულებს მშენებლობას, რაც მოხდა 2009-2010 წლებში ბათუმში.

ძალიან წარმატებულად გამოვაცხადეთ 2010 წელს ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის ჩამოყალიბების შესახებ. შემოტანილია 30-მდე განაცხადი. 10-ზე უკვე ხელი მოწერილია და 7-ს მშენებლობა დაწყებულია. რაც შეეხება ანაკლიას, აქაც იგივე გამოცხადდა. მაგრამ ინტერესი ნაკლებია, (განაცხადი) შემოტანილი აქვს მხოლოდ 4 კომპანიას. თუმცა, ჯერ ადრეა შედეგების შეჯამება, რადგანაც კერძო სექტორს ანაკლიის თავისუფალ ტურისტულ ზონაზე განაცხადების შემოტანის ვადა იანვრის ბოლომდე აქვს.

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო საბანკო სექტორი. რეკორდულად მაღალი დეპოზიტები და რეკორდულად მაღალი სასესხო პორტფელი აქვს დღეს საქართველოს საბანკო სექტორს. არცერთ წელს 90-იანი წლებიდან დაწყებული ამხელა დეპოზიტები და ამხელა სასესხო პორტფელი ჯამში არ ქონია საბანკო სექტორს. დეპოზიტები გაიზარდა 34%-ით, საკრედიტო რესურსი გაიზარდა 15,6%-ით. ეს არის საბანკო სექტორის ჯამური ზრდა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის.

ასევე გაზრდილია ავტომობილების და უძრავი ქონების რეგისტრაცია. თუმცა ვიტყოდი, რომ უძრავი ქონების ბაზარი ერთერთი ბაზარია, რომელიც ჯერ ვერ განვითარდა, ვერ დაეწია დანარჩენ ეკონომიკას, თუმცა ზრდა აქაც არის - 20%-იანი ზრდა არის რეგისტრაციაში გასულ წელთან შედარებით როგორც ავტომობილებში, ასევე უძრავ ქონებაში.

ავტომობილების რეგისტრაცია კიდევ უფრო იზრდება, ძალიან წარმატებული ხდება. ავტომობილების ექსპორტი ხდება ერთერთი მთავარი ექსპორტი დღეს საქართველოში. მსხვილ კომპანიებს - „ტოიოტა-ს" და სხვა იაპონურ კომპანიებს საქართველო არჩეული აქვთ, როგორც ცენტრი. ჩამოყავთ აქ ავტომობილები, ასაწყობებენ და აქედან ყიდიან აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში. არა მარტო კავკასიაში, არამედ შუა აზიის ქვეყნებშიც (ყიდიან).
ქვეყანა გადაიქცა არა მარტყო ენერგეტიკულ, არამედ სავაჭრო ჰაბად და ტურისტულ ჰაბად, ანუ ცენტრად რეგიონის და ტურისტულ ჰაბად. ეს არის, რასაც ვხედავთ და წარმატებულად მიგვაჩნია, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმულია იმისათვის, რომ ქვეყანა ჩამოყალიბდეს მთელი რეგიონის ენერგეტიკულ, ტურისტულ და სავაჭრო ცენტრად.

საბიუჯეტო დეფიციტი წელს 9.2%-ი გვქონდა იმიტომ, რომ ამით ეკონომიკის სტიმულირებას აკეთებ: უფრო მეტ ფულს დებ ეკონომიკაში, ვიდრე ეკონომიკიდან ამოგაქვს, თუნდაც მოზიდული სესხის ხარჯზე. 9,2%-დან შევამცირეთ ჯერ 7,4%-მდე, საბოლოოდ შემცირდა და დავიდა 6%-ზე. ანუ, 35%-ით შევამცირეთ საბიუჯეტო დეფიციტი 1 წელიწადში - ეს რეკორდული მაჩვენებელია. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს ამ მაჩვენებლის 4,3%-ზე ჩამოყვანა.

სესხები, რომლებიც გვაქვს არის კონცესიური იაფიანი გრძელვადიანი სესხები. მაგალითად, საქართველოს საგარეო ვალი რომ შევადაროთ მთლიან შიდა პროდუქტს, ეს არის 38%-ი. არც თუ ისე მაღალი მაჩვენებელია, მაასტრიხტის მიხედვით 60%-ი არის მიღებული ციფრი. აღსანიშნავია, რომ 38%-ი შედგება ძრითადად გრძელვადიანი კონცესიური დაბალპროცენტიანი სესხებისგან, ეს არ არის ძვირი სესხები. ეს არის მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, EBRD-ის და ასეთი ორგანიზაციების სესხები.

არის რამოდენიმე მიმართულება, რომლების, ვისურვებდი, უკეთესი ყოფილიყო. ეს არის პირდაპირი ინვესტიციები, რომელთა სამი კვარტლის ჯამი არის 433 მლნ დოლარი, რაც არ არის მაღალი ციფრი. მეოთხე კვარტლის მონაცემი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ სამი კვარტლის მონაცემებით არც თუ ისეთი მაღალია ეს ინვესტიციები და მინდა, რომ უფრო მაღალი იყოს. რა გავაკეთეთ ამის დასაბალანსებლად? - არანაირი მაკროეკონომიკური პრობლემა არ შეგვქმნია, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან ძალიან დიდი რაოდენობით ინფრასტრუქტურული პროექტები მოვიზიდეთ. წელს MCC-ის ზგა დასრულდა, საკმაოდ დიდი, 200 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, სამცხე-ჯავახეთის გზა, დასრულდა გომბორის გზა, გაგრძელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, მესტიის გზა, 500 კვტ-იანი ხაზის მშენებლობა. ყველა ეს დიდი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსებული იყო საგარეო თანხებით, შესაბამისად, საერთაშორისო შემოდინებები ქვეყანაში არ იყო დაბალი მიუხედავად იმისა, რომ კერძო შემოდინებები არც თუ ისე მაღლი გვქონდა. FDI-ს უკმარისობა დავაბალანსეთ იმითი, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან დიდი თანხები მოვიზიდეთ ამ პერიოდის განმავლობაში: ნაწილობრივ გრანტი, ნაწილობრივ გრძელვადიანი კრედიტი.

მეორე მაჩვენებელი, რომელიც მინდა რომ უკეთესი იყოს - ინფლაცია. ინფლაცია 10,5%-ს აღწევს 11 თვის მაჩვენებლით. ეს უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ინფლაცია და ფასების ზრდა მოდის პირველადი მოხმარების საგნებზე - კვების პროდუქტებზე. ეს გამოწვეულია საერთაშორისო ინფლაციური წნეხით, რაც მთელს რეგიონში და მსოფლიოშია დაფიქსირებული და ჩვენ ვერანაირად გვერდს ვერ ავუვლით და ვერ გავექცევით.

რამოდენიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღეთ, თუ როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ ფასების ზრდის პრობლემა ჩვენს საზოგადოებას. აგრეთვე დაგეგმილი გვაქვს გრძელვადიანი პროექტები, როგორიც არის სოფლის მეურნეობის იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩამაცვლების პროგრამა. შემოტანილი გვაქვს სპეცილაური ხორბალი, სიმინდი, რომელიც უფრო მეტი მოდის 1 ჰექტარზე.

ეს არის ორი მთავარი მაჩვენებელი, რომლებიც ვისურვებდი უკეთესი იყოს: პირდაპირი ინვესტიციები და ინფლაცია.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასულ წელთან შედარებით გამოსწორდა პრივატიზაცია და ჯანდაცვის სექტორი. შარშან პრივატიზაცია ჩავარდა და შარშან ერთერთი ყველაზე დიდი პრობლემა პრივატიზაცია იყო, წელს გეგმა, რომელიც 150 მლნ ლარი იყო, შესრულებულია, აგრეთვე შესრულებულია ბიუჯეტის გეგმა.

პოზიტიური არის ჯანდაცვის სექტორი. საკმაოდ მასშტაბური რეფორმა დავგეგმეთ გასულ წელს, წელს ეს რეფორმა ხორციელდება. რეფორმა მდგომარეობს იმაში, რომ 46 ახალი საავადმყოფო/კლინიკა შენდება ჩვენს რაიონებში და რეგიონებში, სახელმწიფო თბილისში აშენებს და არემონტებს 21 კლინიკისთვის სხვადასხვა დაწესებულებებს, შენობებს. აგრეთვე კერძო სექტორის მიერ ხორციელდება სხვა პროექტები. მომავალი წლის ბოლომდე ჯანდაცვის სფეროში სხვა ინფრასტრუქტურა გვექნება. აღსანიშნავია, რომ მივიღეთ დადგენილება, რომლის მიხედვით 2011 წლის ბოლოს საავადმყოფო არ შეიძლება იყოს ისეთი დონის, როგორიც დღეს არსებობს. ანუ, სრულიად არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, საერთაშორისო სტანდარტები ჩამოყალიბებული არის და 2011 წლის ბოლოს აღნიშნული სტანდარტები ამუშავდება.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებს შეხვდა და 2010 წლის შედეგები შეაჯამამომავალი წლის ბოლოს გვექნება დაახლოებით მინიმუმ 80-85 ახალი კლინიკა მთელი საქართველოს მასშტაბით. ყველა რაიონულ ცენტრში შენდება ახალი კლინიკა. კერძო სექტორი აშენებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის უფრო კარგად მოუვლის ახალ საავადმყოფოს. დიღომში რკინიგზის საავადმყოფოს და ჟვანიას საავადმყოფოს ვარემონტებთ და ამ გარემონტებულ კლინიკებში შევიყვანთ 21-მდე სხვადასხვა თბილისშ არსებულ საავადმყოფოს და კლინიკას, რომლებიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ფუნქციონირებენ და მოხდება მათი პრივატიზაცია კოლექტივებზე და კომპანიებზე. საქარველოს სახელმწიფო დაიტოვებს რამოდენიმე მიმართულებას ჯანდაცვაში: ტუბერკულოზი, შიდსი, ინფექციური, ფსიქიატრია.

ვამყარებთ მედიატორის ფუნქციებს საავადმყოფოს, მოსახლეობას და სადაზღვევო კომპანიებს შორის. უკმაყოფილება არის ამ სამ რგოლს შორის, ამიტომ აუცილებელია მედიატორი იყოს ბევრად უფრო მკაცრი, მომთხოვნი. ამას ვაკეთებთ და მომავალ წელს მედიატორის დავინახავთ უფრო მკაცრს, უფრო კარგ როლს.

განათლებაში 2010 წლის განმავლობაშ გაკეთებულია ბევრი რეფორმა. მანდატურების რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მშობელმა თავის შვილი იგრძნოს დაცულად, როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის.

იმ სკოლებში, სადაც მანდატურები შევიყვანეთ 80%-ით შემცირდა დანაშაულებები. 1000 უცხოელი მასწავლებლის ჩამოყვანა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მასწავლებლების სერტიფიცირება, რომელიც წელს დავიწყეთ. ეს პროექტი არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ მასწავლებლების კვალიფიკაცია უფრო მაღლა აიწიოს, ვიდრე დღეს გვაქვს. ეს არის ქვეყნის მომავალი,მასწავლებლები უნდა იყონ მაღალკვალიფიციური, რათა ბავშვებს ქონდეთ მომავალი. ეს პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება მომავალ წელს.

მნიშვნელოვანი რეფორმა არის ახალი ეკონომიკური კურსი, რომელიც პრეზიდენტმა გამოაცხადა რამოდენიმე კვირის წინ. ახალი კურსი შემოსავლების სამსახურს ეხება. აქამდე მიმდინარეობდა შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს რეფორმა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ამავდროულად ვიგრძენით კერძო სექტორის შეშფოთება და შეწუხება უფრო მკაცრი ადმინისტრირებისგან, ვიდრე ამას კერძო სექტორი მოელოდა. ამიტომ გამოვაცხადეთ ახალი კურსი, 2 დღეში ძალაში შედის ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ბევრად უფრო ლიბერალური და მორგებულია კერძო სექტორზე.

ახალ საგადასახადო კოდექსზე პირადად ვიმუშავე კერძო სექტორთან ერთად, კანცელარიის შენობაში კერძო სექტორის წარმომადგენლები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს და ჩემს მრჩევლებთან ერთად ისხდნენ, ამოდიოდნენ ჩემთან და საგადასახადო კოდექსის ყველა მუხლს სათითაოდ გავდიოდით. ახალი საგადასახადო კოდექსი დაწერილია კერძო სექტორის უშუალო თანამონაწილეობით.
საგადასახადო კოდექსი შედის ძალაში პირველი იანვრიდან, გამოსწორებულია და რეაბილიტირებულია, აშენებულია თითქმის სრულად ფინანსთა სამინისტროს ინფრასტრუქტურა. დარჩენილია მხოლოდ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი, რომელიც დასრულდება მომავალი წლის მაისში. ეს სრულიად ახალი მიდგომაა. შემოსავლების სამსახური უნდა მოემსახუროს კერძო სექტორს და ამ მიდგომაზე გადავდივართ. ძალიან ბევრი და პოზიტიური ცვლილება გაკეთდა საგადასახადო კოდექსში, რაც კერძო სექტორს წაადგება და გაზრდის მის ნდობას ფინანსთ სამინისტროსადმი.

ბოლოს მინდა რეიტინგებს, Transparency International-ის გლობალურ კორუფციის ბარომეტრს და Doing business-ს შევეხო. ვახსენებ Fitch-ის და Moody's რეიტინგებს. Doing business-ში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და პოსტ-საბჭოთა კავშირის სივრცეში საუკეთესო თხუთმეტეულში ერთადერთ ქვეყნად ვრჩებით, ჩვენ დაგვასახელეს 2005-2010 წწ. მსოფლიოში ნომერ 1, ყველაზე მთავარ რეფორმატორად. ვართ მე-12 ადგილზე და გვაქვს იმის შანსი, რომ მომავალ წელს ათეულში შევიდეთ.

ის ფაქტი, რომ ჩვენ გერმანიაზე ან რომელიმე სხვა ევროპულ ქვეყანაზე მაღლა ვართ ამ რეიტინგში არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო კარგად არის განვითარებული, ვიდრე გერმანული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გვექნება გრძელვადიანი სტაბილურობა და იგივე მიდგომა, ჩვენს ეკონომიკას აქვს შანსი დაეწიოს და განვითარდეს ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებში.

ბიზნესმენს, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში უფრო გამარტივებული აქვს გარემო, ვიდრე ბევრ დასავლეთ ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში.

რაც შეეხება გლობალური კორუფციის ბარომეტრს, მრავალ ქვეყანაში მოსახლეობა გამოკითხეს, დაისვა ერთი და იგივე კითხვა: ბოლო 12 თვის განმავლობაში თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებს გადაუხდია თუ არა ქრთმი? ამ კითხვაზე დადებითი პასუხი ევროკავშირში უპასუხა 5%-მა, ამერიკაში - 5%-მა, საქართველოში უპასუხა 3%-მა. ჩვენზე უფრო კარგი მაჩვენებელი აქვს რამოდენიმე ევროპულ ქვეყანას, სკანდინავიის ქვეყნებს, სამხრეთ კორეას...ეს არის ერთერთი ყველაზე მთავარი მიღწევა ბოლო წლების განმავლობაში, რისი მიხედვითაც საქართველოს შედის ქვეყნების მსოფლიო ათეულში, სადაც ყველაზე დაბალია კორუფციის დონე.

Moody's-მა პირველად შეაფასა საქართველო და 1 საფეხურით აგვწია მაღლა. Fitch-ის რეიტინგში თუ B+ გვაქვს დაფიქსირებული, Moody's -მა BB - დაგვიფიქსირა, რაც ერთი ნაბიჯით მაღალია. სხვა სარეიტინგო სააგენტოებს ველოდებით მომავალ წელს და ვვარაუდობთ, რომ ისინიც გაგვიზრდიან მაჩვენებელს.

მაჩვენებლის ზრდა ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო საფინანსო საზოგადოება უფრო გვენდობა, უფრო მეტი ინვესტიციის საწინდარია, უფრო იაფად სესხის მოზიდვის საწინდარია."

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური