საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მცხეთაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი შენობა გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მცხეთაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი შენობა გახსნა2010 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მცხეთაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი შენობა გახსნა.

„როდესაც ვსაუბრობთ ახალ კურსზე, იგულისხმება არა მარტო შემოსავლების სამსახური, არამედ - საგამოძიებო დეპარტამენტიც. ბოლო პერიოდმა გვაჩვენა ის რეფორმები, რომლებიც საგამოძიებო სამსახურში ჩავატარეთ. დღეს დავაჯილდოვეთ რამოდენიმე ადამიანი ორდენებით, გორგასლის მედლით. დავაჯილდოვეთ იმიტომ, რომ მათ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან რთული მაფიოზური კლანების მიერ აწყობილი სქემები, საქმეები გახსნეს, რომლებითაც არა მარტო გადასახადები და შემოსავლები იმალებოდა, არამედ საზოგადოება ზიანდებოდა, კარგი ბიზნესი, სუფთა ბიზნესი ზიანდებოდა.

ეს გააკეთეს არა მარტო თავის ვაჟკაცობით და თავისი ცოდნით, არამედ გააკეთეს ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც არგუმენტები დაიდო, ყველანაირი კითხვის ნიშანი მოიხსნა. ყველასთვის იყო გასაგები რაზე იყო საუბარი, აღარ იყო საჭირო კითხვების დასმა: იქნებ სხვა რაღაცას აკეთებდნენ და ვითარება სხვაგვარი იყო... არა, ეს იყო ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებული ოპერაცია. ყველა კითხვას პასუხი გაეცა. იმალებოდა მილიონობით ლარი და ზიანდებოდა კარგი გადამხდელი ბიზნესი. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მცხეთაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი შენობა გახსნა

საგამოძიებო სამსხური, როგორც ბიზნესის მატერორიზირებელი ორგანო ან მოწინააღმდეგე არ უნდა მოიაზრებოდეს. ის არის კონტრაბანდული და ფალსიფიცირებული პროდუქციისგან საზოგადოების და კარგი გადამხდელის დამცველი. როდესაც შემოდის კონტრაბანდული საქონელი, ის ძალიან ცუდ კონკურენციას უწევს ადგილობრივ ნაწარმს, იმ საქონელს, რომელზეც გადასახადია გადახდილი. შესაბამისად, ძირავს კეთილსინდისიერ გადამხდელს, სუფთა ბიზნესს. საგამოძიებო სამსახური იმისთვის არის, რომ ეს არ მოხდეს და გადასახადების გადამხდელი ბიზნესმენი არ დაიჩაგროს.

მადლობა მინდა გადავუხადო მათ და აღვნიშნო, რომ ამ სამსახურის რეფორმირებაც არის ჩვენი ახალი კურსის ნაწილი," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური