საქართველოს მთავრობის განკარგულება N223

საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის

1. მოწონებულ იქნეს თანდართული „საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის.".

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული სტრატეგიის ძირითადი პრინციპების გაცნობა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა
და გაერთიანებებისთვის, სტრატეგიის საკითხებზე მათთან კონსულტაციებისა და სამუშაო შეხვედრების გამართვა.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სტრატეგიის საკითხებზე ასევე უზრუნველყოს კონსულტაციებისა და სამუშაო შეხვედრების გამართვა საქართველოს სამინისტროებთან.

4. ეთხოვოს კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს.


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი


საქართველოს მთავრობის
2013 წლის 1 მარტის
N223 განკარგულების დანართი


საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის