საქართველოს მთავრობის განკარგულება №826

საქართველოს მთავრობის განკარგულება №826
26 დეკემბერი, 2007

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გურჯაანის მუნიციპა­ლიტეტის გამგეობას აღებულ ვალდებულებათა შეუფერ­ხებე­ლი დაფინანსების მიზნით გამოუყოს 60 000 (სამოცი ათასი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორ­ციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. ასევე, კონ­ტროლის განხორციელება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუ­ნე­ბულს ­- გუბერნატორს საქართველოს ადმინის­ტრაციულ-ტერი­ტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფ­ლის­წყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღ­ნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) გ. ნაცვლიშვილს.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე