საქართველოს მთავრობის განკარგულება №827

საქართველოს მთავრობის განკარგულება №827
26 დეკემბერი, 2007

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე

1. ადგილობრივი წყლის კომპანიების მიერ 2007 წლის დე­კემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების და­ფარ­ვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,სა­ქარ­თველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქარ­თველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით ადგი­ლობრივი წყლის კომპანიების მხარდაჭერის ღონისძიებე­ბი­სათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან მუნიციპალი­ტე­ტებსა და თვითმმართველ ქალაქებს გამოუყოს 488 950 (ოთხას ოთხ­მოცდარვა ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარი დანართის მი­ხედ­ვით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე


საქართველოს მთავრობის
2007 წლის 26 დეკემბრის
N827 განკარგულების
დანართი

მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები თანხა (ლარობით)

ქობულეთის მუნიციპალიტეტი 5,000

თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი 250,000

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 32,000

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 950

თვითმმართველი ქალაქი რუსთავი 200,000

ცაგერის მუნიციპალიტეტი 1,000

სულ: 488,950