საქართველოს მთავრობის განკარგულება №832

საქართველოს მთავრობის განკარგულება №832
28 დეკემბერი, 2007

სოფელ ლუჯთან მისასვლელი სტიქიით დაზიანებული მდინარე ხეშყურის ხიდის მშენებლობის შესახებ

1. სოფელ ლუჯთან მისასვლელი სტიქიით დაზიანებული მდინარე ხეშყურის ხიდის აგების მიზნით საქართველოს ეკო­ნო­მიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვე­უწყებო დაწესებულებამ - საქართველოს საავტომობილო გზე­ბის დეპარტამენტმა (რ. დალაქიშვილი) 2008 წელს უზრუნველ­ყოს ზემოაღნიშნული ხიდის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოთა განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წე­სით.

2. განკარგულების შესრულების კონტროლის განხორციე­ლება ეთხოვოს სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს საქართველოს ად­მი­­ნისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენ­ტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტები) ოთარ სირაძეს.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე