საქართველოს მთავრობის დადგენილება N251

საქართველოს მთავრობის დადგენილება N251
27 დეკემბერი, 2006

,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანო­ნის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დრო­ებითი წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის N22 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს 2008 წლის პირველ იანვრამდე დაჯილ­დოებული პირებისათვის საქართველოს წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარე­ზერვო ფონდიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდო­ებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის თანდართული დროებითი წესი.".

2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი