საქართველოს მთავრობის დადგენილება N252

საქართველოს მთავრობის დადგენილება N252
27 დეკემბერი, 2006

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის N50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანო­ნის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებ­რივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცე­ბის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის N50 დადგენილებით (სსმ, 2004 წელი, N60, მუხლი 526) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სატყეო დეპარტამენტი;".

2. დადგენილება ამოქმედ­დეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი