საქართველოს მთავრობის დადგენილება N257

საქართველოს მთავრობის დადგენილება N257
28 დეკემბერი, 2006

,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის N2 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით:


შალვა ჯანაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ლაშა დარახველიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს გამოძიებისა და სამსახურებრივი შემოწმების განყოფილების უფროსი

ლევან დვალიშვილი - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

მაყვალა იორდანიშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ფინანსების მართვის სამმართველოს ცენტრალური ბუღალტერიის სამსახურის უფროსი

პავლე მაწკეპლაძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის კონსულტანტი

ონისე მეტრეველი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი

შალვა ტურაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს მატერიალური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი

დავით ფრუიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსი

გივი ქვრივიშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ფინანსების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე

მალხაზ ჩხაიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს სარევიზიო განყოფილების უფროსის მოადგილე.



2. კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა, დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის წარმოდგენა 2007 წლის 31 მარტამდე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.".

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი