პაატა ზაქარეიშვილიპაატა ზაქარეიშვილი

დაბადების თარიღი: 1958 წლის 4 აგვისტო.


განათლება:

1993 წ. - თბილისის სასულიერო აკადემია;

1984 წ. - ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


სამუშაო გამოცდილება:

25/10/2012 წ. - დღემდე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი;

2009-2012 წწ. ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (ISNC), ხელმძღვანელი;

2002-2006 წწ. თბილისის საკრებულოს წევრი;

2000-2004 წწ. "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელი საბჭოს წევრი;

2000-2001 წწ. საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი;

1998-2012 წწ. "შერიგების რესურსების" (ლონდონი) ქართულ-აფხაზური პროექტების კოორდინატორი ქართული მხრიდან, "შლაინინგის პროცესის" ქართული მხარის კოორდინატორი;

1995-2012 წწ. კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვაინი) ქართულ-აფხაზური სამოქალაქო დიალოგის პროექტი, ქართული მხარის კოორდინატორი;

1995-2000 წწ. საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტი, აპარატის უფროსი;

1995-1997 წწ. "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" (ნიუ-იორკი) იძულებითი მიგრაციის პროექტი, კოორდინატორი;

1995 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებში;

1992-1997 წწ. ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში სამხედრო ტყვეთა, უგზოუკვლოდ დაკარგულთა და კონფლიქტურ ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კომისია, ხელმძღვანელი;

1992-1995 წწ. ადამიანის უფლებათა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის რელიგიურ უფლებათა დაცვის განყოფილება, უფროსი.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი