საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სოფლის მეურნეობის ექსპერტები სოფელ კისისხევში ამოსაბეჭდი ვერსია

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სოფლის მეურნეობის ექსპერტები სოფელ კისისხევშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი თელავის რაიონის სოფელ კისისხევში ჩავიდა, სადაც სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებთან და ადგილობრივ გლეხებთან ერთად სეტყვის მიერ განადგურებული ვენახების აღდგენითი ღონისძიებების საკითხი განიხილა. ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისი თხოვნით სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები უფრო აქტიურად იქნებიან ჩართული სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი სამთავრობო პროგრამის განხოციელებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სოფლის მეურნეობის ექსპერტები სოფელ კისისხევში
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მეცნერები უფრო აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სეტყვის შედეგად დაზარალებული ვენახების და ხეხილის ბაღების აღდგენაში და კონსულტაციებს გაუწევენ დაზარალებულ გლეხებს. მეცნიერების რეკომენდაციით მალე დაიწყება სასუქების შეტანა დაზიანებულ ვენახებში და ბაღებში და სისტემურად გატარდება მათი აღდგენის სხვა გეგმიური ღონისძიებები.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ის ქმედებები, რომლებიც კახეთის სოფლებში ვაზის გადარჩენის მიზნით გატარდა და ხაზი გაესვა შემდეგი ნაბიჯების ერთობლივად დაგეგმვის აუცილებლობას.