საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სამედიცინო პერსონალი დააჯილდოვა ამოსაბეჭდი ვერსია

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სამედიცინო პერსონალი დააჯილდოვადღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სახელმწიფო ჯილდოები გადასცა იმ სამედიცინო პერსონალს, რომელმაც 2012 წლის 3 ივლისს ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის შედეგად დაშავებულ მოქალაქეებს გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინა.
ინტოქსიკაციის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისათვის ოპერატიული და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევისათვის პრემიერ-მინისტრმა „ღირსების ორდენებით" დააჯილდოვა „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის" ტოქსიკოლოგი თეიმურაზ კობიძე და „კატასტროფის სამედიცინო ცენტრის" ექიმები ნანა დემურია და ანა ჯავაშვილი.

ასევე მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ „თბილისის მერიის სასწრაფო დახმარების ცენტრის", სამედიცინო ცენტრ „MADCARE"-ის და „რეფერალური დახმარების ცენტრის" 59 თანამშრომელს.