პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ახალ ზელანდიაში

პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ახალ ზელანდიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ახალ ზელანდიაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრს ჯონ კეის (John Key), პარლამენტის სპიკერს ლოკვუდ სმითს (Lockwood Smith), საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერს ფილ გოფს (Phil Goff), იუსტიციის და შსს მინისტრებს შეხვდა.

ზელანდიის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის საზეიმო ცერემონია შედგებოდა ტრადიციული და სამხედრო კომპონენტებისგან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯონ კეი (John Key),

საქართჳელოს პრემიერ-მინისტრის და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს ზელანდიურმა მხარემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა
გამოუცხადა. განიხილა ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო ეკონომიკური ურთიერთობები. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოსადმი დიდი ინტერესი გამოდატა და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდება.

მომავალში ზელანდიის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.

საქარპრემიერ–მინისტრის ვიზიტი ახალ ზელანდიაშითველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა რაგბის ნაკრებების მაისურები გაცვალეს, ზელანდიის პრემიერმა ქართველ ბორჯღალოსნებს გამარჯვება უსურვა.

აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საპატიო სტუმრის სტატუსით რაგბის მუზეუმის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.

„საქართველოსა და ახალ ზელანდიას შორის ორმხრივი ურთიერთობები განვიხილეთ. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ახალი ზელანდიის მხრიდან.

ამ რეგიონში რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მეგობარი გვყავს, მათ შორის ახალი ზელანდია. უახლოეს დღეებში დამკვირვებლების სტატუსით წყნარი ოკეანის ფორუმზე გაწევრინებას ვაპირებთ.

ასევე, ქართველ მორაგეებს გუშინდელი გამარჯვება მინდა მივულოცო," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური