სასტუმრო რედისონში IFC-ის და საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

სასტუმრო 'რედისონში' IFC-ის და საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გაიმართა 2010 წლის 29 ნოემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" IFC-ის, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარი მიზანი იყო რეგიონში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება.

კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური უძღვებოდა. საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრის, მსოფლიო ბანკის და საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონფერენცის 30 ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირმა მიიღო მონაწილოება. კონფერენციაზე განიხილეს საქართველოსა და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სხვა ქვეყნებში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების სფეროში განხორციელებული რეფორმები. კონფერენციის შემდეგ საქართველოს-პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პრესის წარმომადგენლებისთვის პრესსკონფერენცია გამართა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„პირველ რიგში, მსოფლიო ბანკს კონფერენციის ჩატარებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. რეგიონში ეს ასეთი პირველი კონფერენციაა. წელს მსოფლიო ბანკმა საქართველო მსოფლიოში ნომერ პირველ რეფორმატორად დაასახელა. პროექტი უკვე რამოდენიმე წელი მიმდინარეობს. საქართველო 5-6 წლის წინ 112-ე ადგილზე იყო. წელს საქართველო მე-12 ადგილზეა, რაც განსაზღრავს რამდენად მარტივია ბიზნესის წარმოება საქართველოში. პირველ ადგილზე ამ რეიტინგში არიან სინგაპური, ჰონ-კონგი, აშშ, დიდი სასტუმრო 'რედისონში' IFC-ის და საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გაიმართა ბრიტანეთი...საქართველო მე-12 ადგილზეა. ასევე საქართველო ნომერ 1 რეფორმატორად მთელს მსოფლიოში დასახელდა. კვლევა 175-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარდა, 175 ქვეყნიდან საქართველო დასახელდა ნომერ 1 რეფორმატორად. ამიტომაც დღეს საქართველოში გაიმართა ეს კონფერენცია, სადაც მოწვეული არიან ამ რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლები. ვიცე პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები ჩამოვიდნენ, რათა მოხდეს ამ გამოცდილების გაცვლა, მათ ნახონ რა გააკეთა საქართველომ ბოლო 5 წლის განმავლობაში და ჩვენც ვისწავლოთ, თუ რა რეფორმები ჩაატარეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო მსოფლიო ბანკს ამ საკმაოდ საინტერესო კონფერენციის მოწყობისთვის და წარმატება მინდა ვუსურვო."

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური