საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №377

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრის N307 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრის N307 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"3. საქართველოს მთავრობის კვოტით:

ნოდარ სურგულაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

ნიკოლოზ ფრუიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

დიმიტრი შაშკინი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

გიორგი ჩალაძე - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

ალექსანდრე ცინცაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.".

 

ნიკა გილაური