საქართველოს მთავრობის განკარგულება N44

საქართველოს მთავრობის განკარგულება N44
08 თებერვალი, 2008

,,საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის N1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხების ნაწილის შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის" გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის N657 განკარგულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

1. ,,საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იანვრის N1 განკარგულების შესაბამისად გაცემული სესხების ნაწილის შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისათვის" გადაკისრებისა და დარჩენილი სესხის დაბრუნების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 ნოემბრის N657 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგუ­ლი­რე­ბისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ" საქარ­თველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N69 ბრძანების, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 10 ოქტომბრის N16 დადგენი­ლების საფუძველზე შეცვლილი საბაზრო პირობების გათვა­ლისწინებით და ,,საქართველოს ენერგეტიკული სისტემისა და მოსახლე-ობის ბუნებრივი აირით სტაბილური მომარაგების უზრუნ­ველყოფის ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავ­რობის 2007 წლის 3 იანვრის N1 განკარგულების პირველი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავრო­ბის 2007 წლის 3 იანვრის N1 განკარგულების შესაბამისად შპს ,,მტკვარი ენერგეტიკისათვის", შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბი­ლისის", სს ,,იტერა-საქართველოსა" და სს ,,ენერჯი-ინვეს­ტისათვის" გაცემული სესხებიდან 2007 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით დასაბრუნებელი 83 978 666 ლარი სესხიდან 23 906 029 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეთ ზემოაღნიშნულ კომპანიებს, ხოლო დარჩენილი 60 072 636 ლარის დაბრუნების ვალდებულება გადაეკისროს შპს ,,სა­ქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) შპს ,,მტკვარი ენერგეტიკაზე" რიცხული 12 826 781 ლარი სესხიდან 56 553 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს შპს ,,მტკვარი ენერგეტიკას", ხოლო 12 770 228 ლარის დაბრუნება გადაეკისროს შპს ,,საქართველოს ნათობისა და გაზის კორპორაციას";
ბ) შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისზე" რიცხული 56 524 661 ლარი სესხიდან 15 123 071 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისს", ხოლო 41 401 590 ლა­რის დაბრუნება გადაეკისროს შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას";
გ) სს ,,იტერა-საქართველოზე" რიცხული 13 862 466 ლარი სესხიდან 8 723 391 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს სს ,,იტერა-საქართველოს", ხოლო 5 139 075 ლარის დაბრუნება გადაეკისროს შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას";
დ) სს ,,ენერჯი-ინვესტზე" რიცხული 764 758 ლარი სეს­ხიდან 3 015 ლარის დაბრუნების ვალდებულება დარჩეს სს ,,ენერჯი-ინვესტს", ხოლო 761 743 ლარის დაბრუნება გა­დაე­კის­­როს შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორ­პო­რაციას";
ე) შპს ,,მტკვარი-ენერგეტიკამ", შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბი­ლისმა", სს ,,იტერა-საქართველომ" და სს ,,ენერჯი-ინვესტმა" 2007 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ძირითად სესხზე და­რიცხული პროცენტი ამ განკარგულების პირველი პუნქტის ,,ა-დ" ქვეპუნქტების შესაბამისად დარჩენილი სესხი და 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ დარჩენილ სესხზე დარიცხული პროცენტი დაფარონ 2008 წლის 1 იანვრამდე;
ვ) შპს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორა­ციამ" გადაკისრებული სესხი და მასზე 2007 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის შემდეგ დარიცხული პროცენტი დაფაროს 2010 წლის 1 იანვრამდე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) და ენერგეტიკის სამინისტრომ (ა. ხეთაგური) ამ განკარგუ­ლების პირობების შესაბამისად უზრუნველყონ შპს ,,მტკვარი-ენერგეტიკასთან", შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისთან", სს ,,იტერა-საქართვე-ლოსთან", სს ,,ენერჯი-ინვესტსა" და შპს ,,საქარ­თ­ვე­ლოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან" სა­თანადო ხელ­შეკრულებების გაფორმება, რომელთა საფუძველ­ზეც აგ­რე­თვე გაუქმდება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 3 იან­ვრის N1 განკარგულების მიხედვით შპს ,,მტკვარი-ენერგეტიკასთან" 2007 წლის 4 იანვარს გაფორმებული N01.01-8296, შპს ,,ყაზ­ტრანსგაზ-თბილისთან" 2007 წლის 22 იანვარს გაფორმებული N04.01-8296, სს ,,იტერა-საქართველოსთან" 2007 წლის 16 იან­ვარს გაფორმებული N02-02.01-8296, სს ,,ენერჯი-ინვესტთან" 2007 წლის 20 აპრილს გაფორმებული 35.04-8296 ხელშეკრულე­ბები.";
ბ) განკარგულებას დაემატოს მე-31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,31. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ენერგე­ტი­კის სამინისტრომ უზრუნ-ველყონ შპს ,,საქარ­თველოს საერ­თაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის" გაცე-მული სესხის იმ ტრანშებზე, რომლებზედაც არ არის გაფორმებული გრაფიკები, სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის გრაფიკების შედგენა.".

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე